პოლიტიკა

გია აბაშიძე-თურმე ზელენსკის კორუმპირებული ხელისუფლებისთვის ე.წ. რუსული, FARA-ს კანონი დასაშვებია, ხოლო დემოკრატიულ საქართველოში, სადაც რადიკალების ფსევდოარასამთავრობოები მთავრობის დამხობაზე მუშაობენ – არა

“ორმაგი სტანდარტის (თვით) გამოვლენა იმდენად ადვილი და სწრაფი გახდა, რომ აწი ფარისეველთა ნოტაციებს ჩალის ფასიც არ აქვს”- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა დააანონსა.

როგორც ანალიტიკოსი წერს, კრემლსაც კი არ დაესიზმრება ანტიდასავლური განწყობების საქართველოში იმგვარი გაღვივება, როგორსაც თავად ცალკეული დასავლელი აქტორები აკეთებენ.

“ორმაგი სტანდარტის (თვით) გამოვლენა იმდენად ადვილი და სწრაფი გახდა, რომ აწი ფარისეველთა ნოტაციებს ჩალის ფასიც არ აქვს. თურმე ზელენსკის კორუმპირებული ხელისუფლებისთვის ე.წ. რუსული, FARA-ს კანონი დასაშვებია, ხოლო დემოკრატიულ საქართველოში, სადაც რადიკალების ფსევდო-არასამთავრობოები მთავრობის დამხობაზე მუშაობენ, არა. კრემლსაც კი არ დაესიზმრება ანტიდასავლური განწყობების საქართველოში იმგვარი გაღვივება, როგორსაც თავად ცალკეული დასავლელი აქტორები აკეთებენ ამას. უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა დააანონსა. “ჩვენ ვხსნით ახალ დონეს – კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში”, – დაწერა დავით არახამიამ სოციალურ ქსელში.”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,783,688 ნახვა