პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტის მიზანია ხელისუფლებასთან მაქსიმალურ კონფროტაციაში იყოს, ეს იყო ვეტოს მიზანიც და მიზეზიც, ვნახავთ, რამდენად არგუმეტირებული იქნება მისი ვეტო

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში პრეზიდენტის მიზანია ხელისუფლებასთან მაქსიმალურ კონფროტაციაში იყოს, ამიტომ ეს იყო ძირითადად ვეტოს მიზანიც და მიზეზიც. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვნახავთ, რამდენად არგუმეტირებული იქნება მისი ვეტო – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ გამოყენებული რამდენიმე ვეტოს სამართლებრივი არგუმენტაცია ძალიან სუსტი იყო და ვეტოს ვერანაირად სამართლებრივ საფუძველს ვერ აძლევდა.

„ეს იყო პირდაპირ მისი პოლიტიკური პოზიციის გამოხატულება და არა სამართლებრივი დასაბუთება. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ველოდებით, რომ გავეცნოთ ვეტოს სამართლებრივ დასაბუთებას, იმიტომ, რომ როდესაც შემოქონდათ ეს შესწორება, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ მხედველობაში იყო მიღებული ის სტანდარტი, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის დადგენილი, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებით, როდესაც ხდება ხოლმე ობიექტურად რისკი იმისა, რომ უსაფრთხოების დიდი საფრთხე შეექმნას ამა თუ იმ თავყრილობას თუ მიტინგს, ამ შემთხვევაში სწორედ უსაფრთხოების მოთხოვნებია გასათვალისწინებელი. ქედან გამომდინარე, ჩვენი ეს შესწორებები სრულად იყო შესაბამისობაში მაღალ ევროპულ სტანდარტებთან“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,859 ნახვა