ხელოვნება და კულტურა

პიკასოს „ქალი საათით“ სოთბის აუქციონზე 139 მლნ დოლარად გაიყიდა

პაბლო პიკასოს ნამუშევარი „ქალი საათით“ სოთბის აუქციონზე 139 მლნ დოლარად გაიყიდა. 

ეს თანხა სიდიდით მეორეა ესპანელი მხატვრის ნამუშევრებში. პიკასოს ყველაზე ძვირი ნახატი ამ დროისთვის „ალჟირელი ქალებია“, რომელიც 2015 წელს 179,3 მლნ დოლარად გაიყიდა. 

„ქალი საათით“ პიკასომ 1932 წელს შექმნა. ტილოზე გამოსახულია მისი შეყვარებული მარია-ტერეზა ვალტერი, რომელსაც მაჯაზე საათი უკეთია.

1968 წელს „ქალი საათით“ კოლექციონერმა ემილი ფიშერ ლანდაუმ შეიძინა. პიკასოს ნამუშევარი 50 წელზე მეტ ხანს მის სახლში, ბუხრის თავზე ეკიდა. კოლექციონერი 2023 წელს გარდაიცვალა და აუქციონის სახლმა მისი კოლექციის გაყიდვის უფლება მოიპოვა. კოლექციაში 120 ნახატია, საერთო ღირებულებით- 400 მლნ. დოლარი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,993 ნახვა