პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვას

უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვას. კიდევ ერთი განეიტრალებული საფრთხე და თავიდან აცილებული დანაშაული,-ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია აცხადებს.

„უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის დაკავება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რასაც სუს-ზე და მისი კოორდინაციით განხორციელებულ კონტრტერორისტულ ძალისხმევაზე ხაზგასმით აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები – უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილია და მაღალი ეფექტიანობით ებრძვის ტერორისტულ საფრთხეებს. ამ ქმედითი ნაბიჯების უკან დგანან ღიერსეული პროფესიონალები, ვისაც არაფერი გამოეპარებათ, რაც საფთხის შემცველი ან საყურადღებოა. ჩემი დიდი პატივისცემა და მხარდქერა მათ. საქართველოს უსაფრთხოება საიმედო ადამიანების ხელშია“

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,532 ნახვა