პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – 2022 წლის 12 ოქტომბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში აღარ იმსჯელებდა კანდიდატის სტატუსის შესახებ, 18 ოქტომბერს დავაფიქსირე, რომ ეს დაპირება იყო ანულირებული

2022 წლის 12 ოქტომბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში აღარ იმსჯელებდა კანდიდატის სტატუსის შესახებ, 18 ოქტომბერს, აქედან ექვს დღეში დავაფიქსირე, რომ ეს დაპირება იყო ანულირებული გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისი დაპირება დეკემბერს უკავშირდებოდა – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2022 წელს გაცემული დაპირება უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ შესაძლო მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ დეკემბერში ევროპულ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგიდან ეს დაპირება ავტომატურად მოიხსნა.

„რაც შეეხება ე.წ. დაპირებას, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. თავის დროზე, როცა ჩვენი დაპირება გაიცა 2022 წელს, ის უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ შესაძლო მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ გახსოვთ, დეკემბერში ევროპულ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგიდან ეს დაპირება ავტომატურად მოიხსნა. 2022 წლის ივლისში გაიცა დაპირება 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით. ჩაიარა დეკემბერმა, იმის მერე ერთი წელი ოპოზიციამ ყველაფერი გამოიყენა იმისათვის, რომ ეს რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა. შესაბამისად, აბსოლუტურად მოხსნილია დღის წესრიგიდან ის დაპირება, რომელიც უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ასევე მინდა შეგახსენოთ, 2022 წლის 12 ოქტომბერს უკვე ცნობილი გახდა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო აღარ იმსჯელებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ამის შემდეგ, 18 ოქტომბერს, მე ბრიფინგზე უკვე დავაფიქსირე, რომ არავითარი ვალდებულება, დაპირება აღარ არსებობდა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,338 ნახვა