პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი სასტუმრო “პარაგრაფ თბილისზე”: რატომ არის გასაკვირი, რომ პრემიერ-მინისტრი დაესწრო საზეიმო ღონისძიებას და ბიძინა ივანიშვილს მორიგი კარგი საქმისთვის მადლობა გადაუხადა?!

საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სასტუმრო გაიხსნა, რომელშიც ასეულობით ჩვენი მოქალაქე ღირსეულად დასაქმდა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სასტუმრო “პარაგრაფ თბილისის” გახსნას სოციალურ ქსელში. მეტრეველის განცხადებით, გაუგებარია, რატომ არის გასაკვირი სასტუმროს გახსნაზე პრემიერ-მინისტრის დასწრება და ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდა.

“საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სასტუმრო გაიხსნა, რომელშიც ასეულობით ჩვენი მოქალაქე ღირსეულად დასაქმდა. აქედან გამომდინარე, ყოვლად გაუგებარია თუ რატომ არის გასაკვირი, რომ პრემიერ-მინისტრი პირადად დაესწრო საზეიმო ღონისძიებას და ბიძინა ივანიშვილს მორიგი საქართველოსთვის გაკეთებული კარგი საქმისთვის მადლობა გადაუხადა?! ის ხალხი მაინც ნუ ქილიკობთ, ვინც ველური კაპიტალისტი, მამუკა ხაზარაძის მიერ წალენჯიხაში ანგარებით გაკეთებულ საქმეებს ყოველდღე ხოტბას ასხამთ. გავიმეორებ: უსინდისო პარტიები და მათი დაქირავებული ჟურნალისტები 2024 წლის არჩევნებზე კიდევ ერთხელ საკადრის პასუხს მიიღებთ!” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,204 ნახვა