პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გახარიაზე-ასეთი ფეიკ კამპანიით ცდილობს ავტორიტეტის მოპოვებას და იმას ვერ ხვდება, რომ მატყუარებს და მოღალატეებს ქართველები ვერ ვიტანთ- საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მოღალატეს, მატყუარას და თაღლითს აღიარება ვერასდროს ექნება

„გახარიას, მოღალატე ადამიანს არაფერს ვუპასუხებ. თქვენ გიპასუხებთ, რომ გახარიას ეს პოზიცია არის ყველაზე მდაბიო, ბინძური ფეიკი, რომელიც გამოიგონა იმიტომ, რომ გუშინწინ თუ იმის წინ დააბრეხვა რაღაც ოცდახუთი ადამიანიო და ორი დღე ვაწვებოდით, უკაცრავად ჟარგონისთვის, გამოექვეყნებინა სია და გამოაქვეყნა სისულელე“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიას გუნდის მიერ გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი გახარია დღემდე აგრძელებს ღალატს და ასეთი ბინძური კამპანიით ცდილობს ავტორიტეტის მოპოვებას. მისივე თქმით, ავტორიტეტი ჰქონდა მაშინ, როდესაც თურმე თამაშობდა და თამაშის პირობებში ლაპარაკობდა სიმართლეს, რაც იყო ქვეყნისთვის მომგებიანი და პოზიტიური.

„წარმოუდგენელი სისულელე გამოაქვეყნა. მოუწია, იმიტომ, რომ ეგონა დარჩებოდა ისე. თან პიარულად რა სისულელეებს აკეთებენ. წარმოიდგინეთ, ოცდახუთი მგონი მისი საარჩევნო ნომერია, თან იფიქრა, ჩემს ნომერს გავარეკლამებო ქვეცნობიერად, ოცდახუთ სიტყვას ჩავდებო და თან ოცდახუთ ოჯახს დავაბრალებ, არავინ მკითხავს სახელ და გვარებს და ვიძახებ მთელი წელიო. მერე მოვუწოდეთ, აბა თქვი ვინ არის ეს ოცდახუთი და ილაპარაკა სისულელეები. ღალატის ნაწილია, ადამიანი აგრძელებს ღალატს დღემდე. გუნდში იყო, საუბრობდა სწორ რაღაცებს, თურმე მაშინაც თამაშობდა. შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს ადამიანსო ხომ გაგიგიათ, მას არ ჰქონია საერთოდ შუბლის ძარღვი რა გაუწყდებოდა და ასეთი ბინძური, ფეიკ კამპანიით ცდილობს ავტორიტეტის მოპოვებას და იმას კი ვერ ხვდება, რომ მატყუარებს და მოღალატეებს ქართველები ვერ ვიტანთ და ეს არის სიმართლე. იყოს თავისთვის, კი ბატონო, ამ ქვეყანაში არავინ არაფერს დაუშავებს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მოღალატეს, მატყუარას და თაღლითს აღიარება ვერ ექნება ვერასდროს და ამით თუ უნდა ფონს გავიდეს ვერ მივართვით, რომ გახარია ღალატის და ტყუილების ფონზე გახდეს ავტორიტეტული. ავტორიტეტი ჰქონდა მაშინ, როდესაც თურმე თამაშობდა და თამაშის პირობებში ლაპარაკობდა სიმართლეს, რაც იყო ქვეყნისთვის მომგებიანი და პოზიტიური. ახლა, როცა თავის თავი გამოაჩინა ადამიანმა, რა დარჩა მისგან ძალიან კარგად ხედავთ“-განახადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,368 ნახვა