პოლიტიკა

გრეტა წიწავა: ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია – 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა, 2012 წელს მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის” ავტორიტარული რეჟიმისგან

“ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს, მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის” ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა დემოკრატიულ, თავისუფალ და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, გრეტა წიწავა, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა, სისტემური რეფორმები განაპირობა და ინსტიტუციები გააძლიერა; რაც შეეხება “ქართული ოცნების” გუნდს, რომლის მთავარი საფიქრალი მშვიდობა და კეთილდღეობაა, კანდიდატის სტატუსი მათ რეიტინგს კიდევ უფრო აწევს.

“ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს, მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ ქვეყანა იხსნა „ნაცმოძრაობის” ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა დემოკრატიულ, თავისუფალ და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე. 2012 წელს , ” ქართულ ოცნებას” მძიმე რეალობა დახვდა , მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულმა ქვეყნის განვითარების სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა, განაპირობა სისტემური რეფორმები და ინსტიტუციების გაძლიერება. დღეს კი, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი საფიქრალი – მშვიდობა, ქვეყნის წინსვლა და ხალხის კეთილდღეობაა. პ.ს: ბოლო კვლევებით „ქართულ ოცნებას“ 55% მეტი უჭერს მხარს- კანდიდატის სტატუსი კი ამ რეიტინგს არა თუ განამტკიცებს, ვფიქრობ საგრძნობლად აწევს.” – წერს გრეტა წიწავა Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,841 ნახვა