საგარეო პოლიტიკა

ტრამპი: ბაიდენი ნამდვილი საფრთხეა დემოკრატიისთვის – ახლა გონებრივად ჩამორჩენილი პრეზიდენტის ყოლის დრო არ არის

დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბაიდენი ნამდვილი საფრთხეა დემოკრატიისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

“მისი უკიდურესი არაკომპეტენტურობის გამო, ჯო ბაიდენი ნამდვილი საფრთხეა დემოკრატიისთვის”, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

“ერთადერთი აჯანყება არის აჯანყება, რომელიც ჩვენს საზღვარზე ხდება, სადაც ის [ჯო ბაიდენი] მილიონობით ადამიანს ნებას რთავს, შემოიჭრან ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია შეერთებული შტატების ისტორიაში.

“ახლა გონებრივად ჩამორჩენილი პრეზიდენტის ყოლის დრო არ არის”, – დასძინა მან.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიის შტატში გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მზად არის, მსხვერპლად გაიღოს ამერიკული დემოკრატია.

“დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია შეპყრობილია წარსულით და არა მომავლით. ის მზად არის, მსხვერპლად გაიღოს ჩვენი დემოკრატია ძალაუფლების მოსაპოვებლად”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტიის ეროვნული კომიტეტი პენსილვანიის შტატში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და მას პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკა უწოდა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,778,523 ნახვა