პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს ქრისტეშობას ულოცავს. „ქართული ოცნების“ ლიდერი საშობაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პატრიარქს საშობაო ეპისტოლესთვის და აღნიშნა, რომ როგორც ყოველთვის, პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი.

„გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას.

მადლობას გადავუხდი პატრიარქს ეპისტოლესთვის, როგორც ყოველთვის პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, საუბარი იყო რწმენის მნიშვნელობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე. პატრიარქმა საგანგებოდ უსურვა მშვიდობა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს, ისევე, როგორც სრულიად მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზავნილები ჩვენთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საშობაო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,431 ნახვა