პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებზე.

„რა თქმა უნდა, ასეთ დროს სპეკულაციური განცხადებები მოსალოდნელია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ოპოზიციის სპეკულაციებს, ამაზე განსაკუთრებული კომენტარის გაკეთება არ ღირს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,659 ნახვა