პოლიტიკა

ნინო წილოსანი: განსაკუთრებულ აქცენტებს გავაკეთებთ იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ინდუსტრიული ზონების და ზოგადად, თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას ესაჭიროება

საქართველოს აქვს რამდენიმე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა. რა თქმა უნდა, ვისურვებთ, რომ ის მოდელები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით და ამ შემთხვევაში, ჩინეთში წარმატებულად მუშაობს, ჩვენთანაც სწორად იყოს გადმოტანილი და ყველა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყოს გათვალისწინებული, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის დელეგაციაში შემავალი პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებებს და აქცენტებს გააკეთებენ, რაც საქართველოში თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას დაეხმარება.

„ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ, როგორც კომიტეტის ხელმძღვანელები, ამ მიმართულებით საინტერესო შეთავაზებებს და განსაკუთრებულ აქცენტებს გავაკეთებთ იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ინდუსტრიული ზონების და ზოგადად, თავისუფალი სავაჭრო ზონების განვითარებას ესაჭიროება.“ – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

“ქართული ოცნების” დელეგაცია, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა პეკინსა და შანხაიში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,388 ნახვა