პოლიტიკა

“რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, საიდუმლოებით მოცული ამბავია…” – აუსტრევიჩუსი

“რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, საიდუმლოებით მოცული ამბავია… საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ისაუბრა. მისი თქმით, ვერ ხვდება, რა სტრატეგია დგას ამის უკან.

“მართალი რომ გითხრათ, მე თვითონ არ მესმის ივანიშვილმა რატომ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო პოლიტიკაში. ჩემთვის რაღაც გაურკვეველი, საიდუმლოებით მოცული ამბავია. არ ვიცი რა სტრატეგია დგას ამის უკან. შეიძლება რაღაც იდეები ჩემთვის მქონდეს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში, მაგრამ დღემდე ჩემთვის ეს მაინც გაუგებარია. იმიტომ, რომ საქართველოს დამოკიდებულება მისდამი და ის რაც ხდება დღეს საქართველოში, ევროკავშირის მხრიდან აღქმული იყო კრიტიკულად. იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის საუბრობდნენ დეოლიგარქიზაციაზე ამ ქვეყნის და გაუგებარია. საქართველოში თითქმის ყველამ, ბავშვმაც კი იცის რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და იცის რომ ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია და მისი პოლიტიკაში მონაწილეობა სწორედ მისი ოლიგარქიზაციის მაჩვენებელია…

ზუსტად გეთანხმებით (წამყვანის სიტყვებზე, რომ ივანიშვილს აქვს რუსული კავშირები და ალიან დიდი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე)… სარისკო ნაბიჯია მე არც კი ვიცი რა დავარქვა. ქართული ოცნება როგორ მოახდენს კონსოლიდაციას… ვერ გეტყვით, ალბათ, ევროკავშირს კიდევ ექნება რაღაც შეკითხვები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. ალბათ რაღაც პერიოდში წამოაყენებს კიდევ ამ მიმართულებით რეკომენდაციებს ან დათქმებს. მოკლედ ასეა თუ ისე გვაქვს მიზეზი უკვე, რომ ეს პრობლემად აღვიქვათ, მისი დაბრუნება პოლიტიკაში. ჩვენი შეკითხვები მოითხოვს პასუხებს, დრო გვიჩვენებს. ამას არ შეიძლება ჰქონდეს რამე ახსნა ამ ეტაპზე…

რა თქმა, უნდა ძალაუფლებას ეხება, რა თქმა უნდა მის მცდელობას, რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მოთავე იყოს თვითონ. მე მგონი, რომ მას მაინც გაუჭირდება ამ ბრძოლაში ჩაბმა, რადგან ოპოზიციური ძალები დიდ კონკურენციას გაუწევენ მას. მე მგონი მისი მობრუნება იყო ე.წ მცდელობა მისი პარტიისთვის, რომ ჯერ კიდევ აქვს ძალა ამ პარტიას და ჯერ კიდევ შეუძლიათ რაღაც. მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი განსხვავებულად იქნება მისი მომავალი არ არის, რომ უკან მობრუნდეს. საქართველოს ახლა მეტი გამჭვირვალობა სჭირდება და მეტი პლურალისტური მიდგომა ყველა საკითხის მიმართ. ის რაც უნდა მოხდეს მომავალ არჩევნებში არის მრავალპარტიულობა. შეკითხვები დაისმება, ცხადია და მათ თავისთავად პასუხებიც გაეცემა”, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,382 ნახვა