პოლიტიკა

მეგი გოცირიძე: მტკივა ის 9 წელი და ვერ ვეგუები მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს

ყოფილი დეპუტატი, ნაცმოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ნეტავ 50 წლით გვიან დაბადებულიყო მიშა, რომ არც ის 9 წელი ყოფილიყო, და ვყრილიყავით იმ წუმპეში, რაშიაც ვეყარეთ და სადაც კვლავ მიგვათრევს ივანიშვილის “რუსული ოცნება” სრული სვლით…

მიშა გვიან რომ დაბადებულიყო და ის 9 წელი არ ყოფილიყო, მეც დავბერდებოდი იმავე წუმპეში, რაშიაც დავიბადე და არც ასე მეტკინებოდა, როგორც ახლა მტკივა ის 9 წელი და ვერ ვეგუები მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს….

მიშას კალიბრის პოლიტიკოსი საუკუნეში ერთხელ იბადება და მან, მისი ჩამოსვლით დაამტკიცა, რომ საუკუნე გამოშვებით ვერ იცხოვრებს ერი, რომელსაც იმ საუკუნეში ის ჰყავდა, ამ საუკუნეშიც ის ჰყავს და აწი ვის გვაჩუქებს ღმერთი და როდის, მხოლოდ თავად იცის…

მიშა მისიის შესასრულებლად დაბრუნდა და სულ მარტოც რომ დარჩეს, მაინც დაწერს ამ ეპოქის ისტორიის ლამაზ და ამაყ ფურცელს, ყოველგვარი დრამების გარეშე…კარგად ვიცნობ მიშას და ვიცი, რომ მიშას , მიშა უყვარს მაშინ, როცა მას აღიარებენ და არა მაშინ, როცა ის ეცოდებათ !!! #თავისუფლებამიშას“,-წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,769,572 ნახვა