პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, ამ პლატფორმას ხელმძღვანელობენ პრემიერები, ყველაფერი მოხდა სამთავრობო პროტოკოლის თანახმად

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, ამ პლატფორმას ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრები და მონაწილეობენ მთავრობის წევრები. ასე რომ, ყველაფერი მოხდა დადგენილი წესით და ბუნებრივია, სამთავრობო პროტოკოლის თანახმად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ბექა ოდიშარიას თქმით, პრეზიდენტთან კითხვები მასაც აქვს.

„მაინტერესებს, რატომ ხდება, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სალომე ზურაბიშვილი შეურაცხყოფს საქართველოს ხელისუფლებას და ეს პრაქტიკულად ვრცელდება საქართველოზე, თავისი გამოსვლისას პარლამენტში, შეურაცხყოფს იმ გუნდს და იმ პოლიტიკას, რომელმაც საქართველოს ხალხი მიიყვანა კანდიდატის სტატუსამდე. ჩვენ ბევრი რამ გვაინტერესებს. ძალიან ნორმალურია, რომ ადამიანი ითხოვს ვიზიტებში წასვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვიზიტები დასრულდა შედეგით, როდესაც შეცდომაში შეყვანილმა ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა საქართველო გააკრიტიკა. ეს მოხდა ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჩვენ მართლაც ხელებდაკაპიწებული ვმუშაობდით. ეს არის კითხვები. მე დაგისახელეთ ერთეული შემთხვევები. არ მინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებზე საუბარი, რადგან ისინი შეცდომაში შეიყვანეს. ახლა კი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებისადმი, რადგან მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ვაგრძელებთ მუშაობას საბოლოო მიზნამდე“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებებისა და საქართველო-სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,687,727 ნახვა
%d bloggers like this: