პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს წარმატება, რადიკალური ოპოზიციის წარუმატებლობას უდრის – სანამ ეს ფორმულა იქნება მათ დღის წესრიგში, ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში იქნებიან

საქართველოს წარმატება, მათ წარუმატებლობას უდრის – აი, ეს დღის წესრიგი აქვს ოპოზიციას და სანამ ეს ფორმულა იქნება მათ დღის წესრიგში, ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში იქნებიან, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რადიკალური ოპოზიციის შანსებზე საუბრისას.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობის შანსები არის უდიდესი არა მხოოდ იმიტომ, რომ ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური მხარდამჭერები ქვეყანაში ბევრია, არამედ იმიტომაც, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო ძალის პრაგმატულ პოლიტიკას ხალხი ხედავს.

საპარლამენტო უმრავლესობის ექნება უდიდესი მხარდაჭერა თან იმ ფონზე, როდესაც ამას სამწუხაროდ ვამბობ, ოპოზიციაში არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პროქართულად აზროვნებენ.

ოპოზიციაში შეიძლება იყო და რა თქმა უნდა, აკრიტიკო ხელისუფლება, მაგრამ იყო პროქართულად მოაზროვნე. დღევანდელი ოპოზიციის დღის წესრიგი კი იცით, როგორია – საქართველოს წარმატება, მათ წარუმატებლობას უდრის. აი, ეს დღის წესრიგი აქვს ოპოზიციას და სანამ ეს ფორმულა იქნება მათ დღის წესრიგში, რომ საქართველოს წარმატება უდრის ოპოზიციის წარუმატებლობას, ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში იქნებიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,243 ნახვა