პოლიტიკა

ირაკლი კობახიძეს პრემიერ – მინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს- „იმედი“

 ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.

„იმედის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 24 იანვარს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა.„ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს“, – აღნიშნულია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,421 ნახვა