პოლიტიკა

2024-ში ვეღარ “გვათოხლებენ! – კახა ოქრიაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

ეს არის მორიგი თაღლითობა, რომ 2024-ში კიდევ ერთხელ „გვათოხლონ“! – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თანამდებობებს ცვლიან:

“ეს არის მორიგი თაღლითობა, რომ 2024-ში კიდევ ერთხელ „გვათოხლონ“! და მეორე – საქართველოს ეკონომიკამ ნახტომები 2003-2012 წლამდე პერიოდში გააკეთა, ბატონო კობახიძევ, ხოლო 2012-დან დღემდე ბიტკოინების ქარხნების და ერთი-ორი სასტუმროს გარდა, არაფერი აშენებულა, არცერთი ახალი დარგი არ „ამოქოქილა“ და ისიც ხომ გასაგებია, რატომ?!

2012 წელს, ივანიშვილის ხელმძღვანელობით,  გაქნილმა „ოცნებამ“ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას „გვათოხლა“ და ახლაც, ეკონომიკის აღორძინების და შედეგად, მოსახლეობის გამდიდრების ახალი „სათოხლაო“ გეგმა შემოგვიგდეს. ბატონებო, 12 წელი გქონდათ ეკონომიკის გასაზრდელად და 2017 წელს ჩვენს ხალხს უკვე წალკოტში უნდა ეცხოვრა – ვადა გაგივიდათ! 

დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ახალი, კოალიციური ხელისუფლება მოვა გამჭვირვალე, დეტალურად ჩაშლილი ეკონომიკური ზრდის პროგრამით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გეგმით, რომელშიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს  მთავარი მაინტეგრირებელი ფაქტორი სწორედ საქართველოს ეკონომიკური ნახტომები იქნება.

ასე რომ, მე იმედიანად ვარ! საუკუნეების სიბრძნეა, რომ  ყველა ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებს. ისეთი ყალბი და გაქნილი ხელისუფლება კი, როგორიც ჩვენ გვყავს, არ დაგვიმსახურებია და ზუსტად ვიცი, რომ 2024 წლის არჩევნებზე ვეღარ „გვათოხლებენ“!” წერს ოქრიაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,400 ნახვა