პოლიტიკა

სააკაშვილი: ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის ხშირად მადარებდა და ერთიანად ვეზიზღებოდით. მისი დავალებით, მეც მომწამლა ოლიგარქის რეჟიმმა, მაგრამ ღმერთმა გადამარჩინა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნავალნის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:

„პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით.

შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,475 ნახვა