პოლიტიკა

სკანდალი „ლელოში“: თამაზ დათუნაშვილმა პარტია დატოვა – „კურიერის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძესა და თამაზ დათუნაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი 1000-ლარიანი პენსიის დაპირება გახდა

“კურიერის” ინფორმაციით, “ლელოს” რიგები თამაზ დათუნაშვილმა დატოვა. პარტიაში სკანდალის მიზეზი წინასაარჩევნოდ 1000-ლარიანი პენსიის დაპირება გახდა, რაც, დათუნაშვილის აზრით, არარეალურია.

ამ საკითხზე ის პარტიის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს პირადად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც პარტია ოფიციალურად დატოვა.

დაპირისპირების დეტალებზე დათუნაშვილი ღიად არ საუბრობს, თუმცა “კურიერს” დაუდასტურა, რომ პარტიის რიგები დატოვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,331 ნახვა