პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე – მრჩება ეჭვი, რომ კვლავ ვიღაცის დავალება სრულდება და კრებსითი ვარლამ გოლეთიანები სანაცვლოდ ფულს იღებენ

არ შეიძლება კურორტების მოწყობას, ეკონომიკის ამუშავებას და განვითარებას, რეგიონში არსებული ლოკაციების ახალ სიცოცხლეს ხელს უშლიდნენ გარკვეული ჯგუფები, კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. სიახლეებთან მუდმივ წინააღმდეგობას განვითარება არ მოაქვს – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვეს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არ შეიძლება ჩარევისაგან რაიმეს დაცვას ცდილობდე და შესაბამისი კვალიფიკაციისა და დარგის ექსპერტს საკითხის შესასწავლად ადგილზე არ უშვებდე.

“ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანი – სამეგრელოს რეგიონში დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნაა რათა ის ვიზიტორისათვის უკეთესს, ხოლო შშმ პირთათვის ადაპტირებულ გარემოდ იქცეს. ამ პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სამინისტროსა და სააგენტოს არ აქვს, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიიღეს გადაწყვეტილება, ექსპერტების ჩართულობით, მოახდინონ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასება. პარადოქსი კი ისაა, რომ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასება იმ ჯგუფის მოთხოვნა იყო, რომლებიც ბალდის ამ კანიონის პროექტს აკრიტიკებენ და ადგილზე მათი მოთხოვნის გათვალისწინებით მისული ექსპერტები დანიშნულების ადგილზე სწორედ მათ არ შეუშვეს.

შესაბამისად, კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ იქ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება ანუ ის, რასაც კონკრეტული ჯგუფები აკრიტიკებენ. ეს პროექტი ბალდის კანიონს და მთელ რეგიონს ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად აქცევს. მისი განვითარება ეკონომიკურ ხელშესახებ შედეგებს დადებს. არ შეიძლება კურორტების მოწყობას, ეკონომიკის ამუშავებას და განვითარებას, რეგიონში არსებული ლოკაციების ახალ სიცოცხლეს ხელს უშლიდნენ გარკვეული ჯგუფები, კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. სიახლეებთან მუდმივ წინააღმდეგობას განვითარება არ მოაქვს. არ შეიძლება ჩარევისაგან რაიმეს დაცვას ცდილობდე და შესაბამისი კვალიფიკაციისა და დარგის ექსპერტს საკითხის შესასწავლად ადგილზე არ უშვებდე. მრჩება ეჭვი, რომ კვლავ ვიღაცის დავალება სრულდება და კრეფსითი ვარლამ გოლეთიანები სანაცვლოდ ფულს იღებენ”,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,915 ნახვა