პოლიტიკა

გიგი უგულავა: ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როცა სააკაშვილი არ იყო აქ

ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როცა სააკაშვილი არ იყო აქ, – განაცხადა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“.

კითხვაზე, რამდენად წაართმევენ ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველს, უგულავამ უპასუხა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც ან ერთს, ან მეორეს მისცემს ხმას, მათი დიდი უმრავლესობა წინა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იყო.

„ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა. მოდი გულწრფელები ვიყოთ, 2012 წლიდან, რაც ნაცმოძრაობა ოპოზიციაშია, მათ შორის იმ პირობებში, როცა სააკაშვილი აქ არ იყო, ნიკა გვარამია ამ პარტიის [ნაციონალური მოძრაობის] მთავარი მოტორი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა. ნიკა მელია ბოლო 5 წელი თავმჯდომარე იყო და თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული. ბოლო არჩევნებიდან რომ ავიღოთ, ქალაქის მერობის კანდიდატები, ძირითადი უმრავლესობა, სამი-ოთხი, ვინც წარმატებული იყო, მათ პარტია დატოვეს. წინა არჩევნებზე წარმატებული კანდიდატი რომ წავა შენგან, ეს პარტიის პრობლემაა. გამოწვევები სხვადასხვაა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა, მაგრამ 2 კვირის დიაპაზონში ორი ახალი პარტია რომ გაიხსნება, ორი ნიკასი, ორი ანზორის ძე და ორივე მეგრული გვარით, მარინე გიორგის ასული ფერაძესავით გამოვა. ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ ექნებათ უფრო მეტად პრობლემა, რადგან „ნაცმოძრაობა“ არის დიდი პარტია და მას აქვს რეგენერირების უნარი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,761,121 ნახვა