პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ადეიშვილზე: ჩვენთვის მიუღებელია, რომ დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, რომლებიც არიან მხილებული უმძიმეს დანაშაულებში ხვდებიან ბრიუსელსა და ბერლინში

როდესაც ასეთი ადამიანი არის დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელში, ბერლინში, ეს რის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი – ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეაგირება იმ ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა ბრიუსელსა და ბერლინში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ დამნაშავეები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით ევროპის მასშტაბით და დამნაშავეებს, რომლებიც არიან მხილებული უმძიმეს დანაშაულებში ხვდებიან ბრიუსელსა და ბერლინში. ამაზე რეაგირება იყო აუცილებელი. მე შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილი არის მსჯავრდებული არაერთი დანაშაულის გამო. მას აქვს დამატებით ორი ბრალი წარდგენილი, რომელიც უკავშირდება მაგალითად, ბიზნესის რეკეტს, ტელევიზიების მიტაცებას, ადამიანების წამებას. ეს არის უმძიმესი დანაშაულები. როდესაც ასეთი ადამიანი არის დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელში, ბერლინში, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ. ქართულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის რწმენა, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ისეთი პრინციპებისა და იდეალების ერთგული, როგორიც არის სამართლიანი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა და ა.შ. ეს არის მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ფაქტზე რეაგირება. იქნება შესაბამისი კომუნიკაცია, ევროკავშირისა და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ სათანადოდ გაირკვეს ეს საკითხი“, – აღნიშნა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,785,857 ნახვა