პოლიტიკა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩევლად ზურაბ აბაშიძე გიორგი ქაჯაიამ შეცვალა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩევლად ზურაბ აბაშიძე გიორგი ქაჯაიამ შეცვალა.  

1993-2000 წლებში ზურაბ აბაშიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გახლდათ. 2000 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2000-2004 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე 2012 წელს დაინიშნა.

პრემიერის ახალი მრჩეველი გიორგი ქაჯაია კი რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,362 ნახვა