უცხოური მედია

ვიქტორ ორბანი: ევროპული ინსტიტუტები ფულს აძლევენ გავლენიან „სოროსელებს“, რომლებიც ევროკომისიასა და ევროპარლამენტში სხედან – ბრიუსელი სულ უფრო მეტად ხდება მათი ტყვე

ევროპული ინსტიტუტები ფულს აძლევენ გავლენიან „სოროსელებს“, რომლებიც სხედან ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ამიტომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად ხდება მათი ტყვე, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა, უნგრულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბრიუსელი რეალურად „სოროსის“ ქსელის პატიმარია. ორბანი მიიჩნევს, რომ ბრიუსელი საკუთარ ომს აწარმოებს მოსკოვის წინააღმდეგ, მაგრამ უნგრეთი არ ებრძვის რუსეთს.

„ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდებენ, სამხედრო დონეზე ჩაერიონ რუსეთ-უკრაინის ომში. ქვეყანა თუ რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში შედის, ამას შეუძლია, მსოფლიო ომი გამოიწვიოს. შესაძლებელია ადგილობრივი კონფლიქტიდან მსოფლიო ომში გადასვლა. არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო ომები დაიწყო ცენტრალურ ევროპაში“, – აღნიშნა ორბანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,321 ნახვა