პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი რადიკალურ ოპოზიციას: თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, ხომ არ გახსენდებათ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც შეუქმენით მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის? შემიძლია გაგახსენოთ

თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, ხომ არ გახსენდებათ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც შეუქმენით მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის? შემიძლია გაგახსენოთ, – ასე მიმართა რადიკალურ ოპოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მან საარჩევნოდ მოქალაქეების რეგისტრაციის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, დარჩიაშვილმა განმარტა, თუ რამდენად მარტივია დღეს ეს პროცედურები და როგორ უნდა დადგეს მოქალაქე საზღვარგარეთ, საკონსულო აღრიცხვაზე.

„ხომ არ გახსენდებათ, თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, ზუსტად არ მახსოვს, ეს 2010 თუ 2012 წელი იყო, ხომ არ გახსენდებათ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც შეუქმენით მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის? შემიძლია გაგახსენოთ – თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილებები მაშინ და მოქალაქეებს აიძულეთ, რომ მათ მოეტანათ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან. წარმოგიდგენიათ უცხოეთში, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან – ადამიანებს, იმ შემთხვევაში თუ მათ სურვილი ჰქონდათ, დამდგარიყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ცნობა უნდა მიეტანათ?!“, – განაცხადა მინისტრმა.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,789,742 ნახვა