პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ვიღაცის აგენტი არ ხარ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ევროინტეგრაციასთან და დეოკუპაციასთან დაკავშირებულ, შენი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას ხელი არ მოაწერო

თუ ვიღაცის აგენტი არ ხარ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ევროინტეგრაციასთან და დეოკუპაციასთან დაკავშირებულ, შენი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას ხელი არ მოაწერო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ შეურაცხყოფა მიაყენა იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც მათ აეროპორტში დახვდნენ იმის გასაპროტესტებლად, რომ ოპოზიციამ საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. მდინარაძის განმარტებით, მათ ოპოზიციონერმა ანა წითლიძემ საკუთარ ფეისბუქ-პოსტში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფები და მთვრალები უწოდა.

„დღეს, მთელი დღის განმავლობაში პროტესტი შემთხვევითი ნამდვილად არ არის და გულწრფელია იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან ადამიანები, ვაშაძის თამადობით, რომლებმაც რაც არ უნდა ვერ წარმოგვედგინა, საქართველოს და ამავე დროს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს. მე არ ვიცი მეტი რა უნდა გააკეთონ „ქართველმა“ [ ქართველებმა ბრჭყალებში], მათ ქართველებს ვეღარ ვუწოდებთ, დეპუტატებმა. საკუთარი სამშობლოს მხარდამჭერ, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციაზე, რომელიც დააინიციირეს დელეგაციის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაკა ბოჭორიშვილი, ამაზე ხელის არ მოწერა რას ნიშნავს?! რა ვერსია უნდა განვიხილოთ?! ოდნავ მაინც რომ მოგვინდეს მათ ქმედებაში სიმართლის დანახვა, ვერაფრით მოვახერხებთ. ახლა კიდევ, დაზეპირებული, როზნერის მიერ დავალებული მესიჯბოქსით ლაპარაკობენ. იმ მოქალაქეებს, რომლებიც აეროპორტში დახვდნენ, მთვრალები და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფები უწოდეს, ახალგაზრდებს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ. მე არ ვიცი ამას რა უნდა დავარქვათ. ღალატი, მტრობა, დავალებების შესრულება, აგენტობა – ნებისმიერი მართალია იმიტომ, რომ სხვანაირად, თუ ვიღაცის აგენტი არ ხარ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის მხარდამჭერ, ევროინტეგრაციასთან და დეოკუპაციასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ხელი არ მოაწერო. ყველა დღე უნდა იყოს იმის მოწოდების დღე, რომ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,264 ნახვა