პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი დონორ ორგანიზაციებზე: ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ, რომ უცხოური თანხები არის ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტებს და მიმართულია რევოლუციური სცენარისკენ

მმართველი გუნდი დონორ ორგანიზაციებს მოუწოდებს, გაასაჯაროონ დოკუმენტები, რაში ხარჯავენ ფულს მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ არასამთავრობოების ნაწილი განკუთვნილ თანხებს, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის იყენებს.

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ დონორებსა და ჩვენს პარტნიორებს და კიდევ ერთხელ მივმართავთ, ყოველთვის მივმართავთ, რომ დაანებონ თავი უცხო ფულის რესურსის გამოყენებას ქართულ პოლიტიკაში. გამოაცხადონ, სად, რა თანხები ირიცხება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს უცხოური თანხები არის ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტებს და მიმართულია რევოლუციური სცენარისკენ. არ გამოუვათ, მაგრამ მცდელობებიც უკვე დანაშაულია“, – განაცხადა პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,789,856 ნახვა