უცხოური მედია

Fox News: ბაიდენი კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც აღდგომის კვირა, ყველაზე საზეიმო ქრისტიანული დღესასწაული, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა

President Joe Biden and first lady Jill Biden arrive to participate in the 2023 White House Easter Egg Roll, Monday, April 10, 2023, in Washington. (AP Photo/Susan Walsh)

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ მედიაში გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც აღდგომის კვირა, ყველაზე საზეიმო ქრისტიანული დღესასწაული, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

Fox News-ი აღნიშნავს, რომ გამოჩენილმა ამერიკელმა ქრისტიანებმა, პოლიტიკოსებმა და კომენტატორებმა თეთრი სახლის განცხადების შემდეგ სოციალური მედიის პლატფორმები კრიტიკული კომენტარებით გაავსეს.

თეთრმა სახლმა პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტის პროკლამაცია გაავრცელა, რომელშიც 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოცხადდა. ჯო ბაიდენი პროკლამაციაში აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია მხარს უჭერს ტრანსგენდერებს და აღნიშნავს, რომ „ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სტრუქტურის ნაწილია“.

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ალექს მუნმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან პირდაპირი თავდასხმაა ქრისტიანობაზე და კიდევ ერთი თავდასხმა რელიგიასა და ტრადიციებზე.

როგორც კონგრესმენმა დიანა ჰარშბარგერმა აღნიშნა, „აშკარაა, რომ მემარცხენეებს გადაწყვეტილი აქვთ ძირი გამოუთხარონ ჩვენს რელიგიასა და ტრადიციებს“.

კონსერვატიული შეხედულებების მქონე კომენტატორმა, ბენი ჯონსონმა კი განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა სილა გააწნა ყველა ქრისტიანს ამერიკაში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,696 ნახვა