პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი

ტყუილია ის, რომ ეს არის „რუსული კანონი“. ვინ იტყვის ტყუილს არ აქვს მნიშვნელობა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეჰყვება ტყუილ ნარატივს, ჩვენ ქართველ ხალხს ჩვენი პასუხისმგებლობიდან, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარისხიდან, ეროვნული თავმოყვარეობის ხარისხიდან გამომდინარე უნდა ვუთხრათ, ვინც არ უნდა იყოს, წმინდანების დონეზე არავინ არ უნდა ავიყვანოთ, ეს ადამიანი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელია, რომ „რუსული კანონი“ დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი. მანვე აღნიშნა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს დეკლარირების ვალდებულებას და ამაში რა არის რუსული, ნებისმიერმა ადამიანმა არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს.

„რატომ შეიძლება ჩაეკეტოს ევროპისკენ გზა ქვეყანას თუ ის მიიღებს ანალოგიურ კანონს, რაც არის მიღებული აშშ-ში, ისრაელში ავსტრალიაში და რომელსაც განიხილავს ევროკავშირი. წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი. ანუ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ მიაწოდებს არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს იმის ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ ქართველ ხალხს ვუთხრათ, რომ თუ მეგობარი ქვეყნის, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ტყუილს ეტყვის, იმის ძალა გაგვაჩნია საბედნიეროდ უკვე, რომ ვუთხრათ – ეს არის ტყუილი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიაწოდებს საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას, ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს იმის ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ არასწორ ინფორმაციას დავარქვათ არასწორი ინფორმაცია. ასე უბრალოდ „რუსული კანონია“ და დამთავრდა ასე არ გამოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს დეკლარირების ვალდებულებას და ამაში რა არის რუსული არგუმენტი, მეორე წინადადების სახით, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მოაყოლოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,544 ნახვა