მედიცინა

სალმონელა, პროტეუსის ბაქტერია და ობის სოკო – თბილისში საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე „OK“-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამას წინ უძღოდა თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.

„ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში.  ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „მადლი“ – საშაურმე “OK”, ს/კ 404581877) სახელმწიფო კონტროლი – არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს და აიღეს სურსათის ნიმუშები (შაურმა ღორის ხორცით, შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ღორის ხორცი, სალათის ფოთოლი, ქათმის ბარკალი და გაყინული ღორის ხორცი).

ლაბორატორიული კვლევის შედეგად შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი – Salmonella, ასევე Proteus spp (პროტეუსის ბაქტერია), კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები“, – ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შპს „მადლს“, რომელსაც საწარმოო პროცესი შეუჩერდა, დაჯარიმდა და დაევალა გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, ინვენტარის ზედაპირებიდან ნიმუშების აღება და მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა