პოლიტიკა

გრეტა წიწავა – მდიდარი ნჯო-ები, რომლებიც სხვებს დაჟინებით მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ, რატომღაც თავად არიან გაუმჭვირვალე და ეწინააღმდეგებიან წელიწადში ერთხელ შეავსონ მარტივი დეკლარაცია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, “გამჭვირვალობის კანონი” ემსახურება მარტივ ამბავს – ქვეყანაში შემოსული თანხა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ერიცხება, იყოს გამჭვირვალე.

მისივე თქმით, ვხედავთ, როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული.

„მდიდარი ნჯო-ები, რომლებიც სხვებს დაჟინებით მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ და სთხოვენ დეტალურ ინფორმაციას ბოლო თეთრამდე , რატომღაც თავად არიან გაუმჭვირვალე და ეწინააღმდეგებიან წელიწადში ერთხელ შეავსონ მარტივი დეკლარაცია. “ქართული ოცნების” მიერ დაინიცირებული “გამჭვირვალობის კანონი” („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) ემსახურება მარტივ ამბავს – ქვეყანაში შემოსული თანხა , რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ერიცხება იყოს გამჭვირვალე – დაე, იცოდეს ერმა უცხოეთიდან შემოსული თანხა რა საქმეს და ვის ინტერესებს ემსახურება ვხედავთ, თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში“-წერს გრეტა წიწავა.

.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,775,953 ნახვა