პოლიტიკა

“უზრდელო”, “ნაგავო” – ხატია დეკანოიძის და „გირჩის“ დაპირისპირება

ხმაურის, დაპირისპირების და მძიმე პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიდის საქართველოს პარლამენტში ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტის განხილვა.

რეპლიკებით ერთმანეთს ხატია დეკანოიძემ და „გირჩის“ დეპუტატებმა მიმართეს. დეკანოიძემ ვახო მეგრელიშვილს  “ჰარემის” შესახებ გაკეთებული განცხადების გამო „უზრდელი“ და “ნაგავი” უწოდა, რასაც დაბრაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ცნობისთვის, როდესაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ “გირჩის” საკანონმდებლობა ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,896 ნახვა