პოლიტიკა

გია აბაშიძე: სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა – ეს აჩვენებს, თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული “ენჯეოები”

შვედური ლიბერალური ორგანიზაციის, V-Dem Institute-ის კვლევის ეს მაჩვენებელიც აჩვენებს თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ეს ე.წ. “ენჯეოები”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული არასამთავრობოების უცხოელმა სპონსორებმა უნდა იცოდნენ, რომ ფსონს აუტსაიდერებზე დებენ, რომლებსაც, საქართველოს აყირავება არასდროს გამოუვათ.

“შვედური ლიბერალური ორგანიზაციის, V-Dem Institute-ის კვლევის ეს მაჩვენებელიც აჩვენებს თუ რა მარგინალურ სივრცეში არიან “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ეს ე.წ. ‘ენჯეოები’. მათმა უცხოელმა სპონსორებმა უნდა გაითვალისწინონ თუ რა ტიპის უხეირო აუტსაიდერებზე დებენ ფსონს. საქართველოს აყირავება ამ უსამშობლოებს რომ არასდროს გამოუვათ, დიდი ხანია ვიცით. სამოქალაქო საზოგადოების ინდექსით საქართველოს არასამთავრობო სექტორის სარეიტინგო პოზიცია 50 ადგილით გაუარესდა და მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა.” – წერს გია აბაშიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,775,072 ნახვა