პოლიტიკა

“უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელის” იარლიყი თუ არ მიაწებე ორგანიზაციას, ისე დეკლარაციას ვერ შეავსებს? დაეწერათ კანონპროექტი გამაჭვირვალობაზე იარლიყების გარეშე- მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“.

„სამთავრობო მედია ამ კანონს “გამჭვირვალობის შესახებ კანონს” ეძახის.

ძვირფასო სამთავრობო მედიის ჟურნალისტებო, “ოცნებას” თუ ვერ ეკითხებით, საკუთარ თავს მაინც დაუსვით მარტივი კითხვა:

რაში ჭირდება გამჭვირვალობას და დეკლარაციის შევსებას იარლიყის მიწებება?

“უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელის” იარლიყი თუ არ მიაწებე ორგანიზაციას, ისე დეკლარაციას ვერ შეავსებს? დაეწერათ კანონპროექტი გამაჭვირვალობაზე იარლიყების გარეშე, რა პრობლემა იქნებოდა?

ამ კითხვას რომ დავსამთ, იქნებ გონებაც გაგინათდეთ“,-წერს მეტრეველი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,778,230 ნახვა