საზოგადოება

კახა კალაძე: იმედი მაქვს, გერმანიის ქალაქებში ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა და გვექნება შესაძლებლობა ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს

კახა კალაძე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს გერმანიაში დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა დაავალა. ამ თემაზე თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი პირდაპირი ფრენები დაინიშნოს გერმანიაში, რაც ქართველ გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩავიდეს და უყუროს ევროპის ჩემპიონატს, უგულშემატკივროს თავის საყვარელ ეროვნულ ნაკრებს და ბიჭებს. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. როგორც ვიცი, მუშაობა ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია და ცენტრალური მთავრობა დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დეტალურად.

იმედი მაქვს, გერმანიის ქალაქებში, სადაც გაიმართება შეხვედრები, ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა და გვექნება შესაძლებლობა ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. კიდევ ერთხელ, მივესალმები იმ გადაწყვეტილებას და დავალებას, რომელიც გაიცა იმის უზრუნველსაყოფად, რომ დამატებითი პირდაპირი ფრენები იყოს გერმანიის მიმართულებით, რომ ადამიანებმა შეძლონ ნორმალურ ფასებში ჩასვლა გერმანიაში და ევროპის ჩემპიონატზე დასწრება“, – აღნიშნა მერმა.

მთავრობის მეთაურმა, გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, ეკონომიკის სამინისტროს დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა დაავალა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,789,854 ნახვა