უცხოური მედია

ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში TikTok-ს კრძალავს, თუმცა საარჩევნო კამპანიისთვის ჯერ კიდევ იყენებს ჩინურ სოცქსელს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში პოპულარული ჩინური სოციალური ქსელის (TikTok) კრძალავს.

როგორც Associated Press იუწყება, აშშ-ს ლიდერი ყველა ღონეს ხმარობს, რათა შეინარჩუნოს ახალგაზრდა ამომრჩეველთა მხარდაჭერა, თუმცა ჩინურ სოცქსელთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

პოპულარული ბლოგერი კალილ გრინი, რომელიც ტიკ-ტოკზე ცნობილია, როგორც „ თაობა Z-ის ისტორიკოსი“, აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც ტიკ-ტოკის აკრძალვას უჭერს მხარს, ამავე დროს არ თაკილობს ჩინური სოციალური პლატფორმის გამოყენებას წინასაარჩევნო აგიტაციისთვის, რაც ფარისევლობაა. „ვფიქრობ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბაიდენმა და მისმა ხალხმა კარგად იციან ტიკ-ტოკის ძალა და აუცილებლობა“,-აცხადებს ინფლუენსერი.

თავის მხრივ, ბაიდენის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ გამოიყენებენ ნებისმიერ ადგილს, საიდანაც ადამიანები ინფორმაციას იღებენ. ამ ეტაპზე ჩინურ სოციალურ ქსელს აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარია.

ამ მომენტიდან სოციალური ქსელის მფლობელ ByteDance-ს TikTok-ის გასაყიდად ცხრა თვე აქვს. თუ კომპანია სოციალურ ქსელს არ გაასხვისებს, მაშინ აშშ-ში სოციალური ქსელის გამოყენება აიკრძალება, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ჩინურ ტიკ-ტოკს შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს ამერიკის მოქალაქეებზე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,781,401 ნახვა