პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ყველას მივმართავ, ადამიანს თუ არ უნდა ხვალ აქციაზე წამოსვლა, ოდნავადაც ნუ მიაძალებთ, ნუ ეტყვით, მოდი, მაინც ხომ არ წამოხვიდოდი?

თუკი ვინმეს უნდა იმ დღეს რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა. ტელევიზიის მეშვეობით, ტელეკამერების მეშვეობით მივმართავ – ვისაც ამის სურვილი არ აქვს, წამოყვანაზე ერთი ადამიანის დარწმუნებაც არ სცადოს ჩვენმა პარტიულმა აქტივმა,-ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ 29 აპრილის აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, ხელისუფლების სწორ ეროვნულ პოლიტიკას, გამჭვირვალობას, რეალურ ევროპელობას და ამგვარ დემოკრატიას დაუჭიროს მხარი, დიახ, უზრუნველყონ მათი მონაწილეობა და მიეხმარონ კიდეც, რომ გადაადგილდნენ დედაქალაქის მიმართულებით.

„იმ ხალხის გაშავებას ყველამ თავი დაანებეთ, კეთილი ინებეთ, პატივი ეცით საჯარო მოხელესაც, იმ ადამიანსაც, რომელიც საჯარო მოხელე არ არის. იქნება ძალიან ბევრი, ათიათასობით ადამიანი, რომელიც საჯარო სამსახურში არ არის, მათ შორის საჯარო მოხელეებიც. ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება, ახალგაზრდაც, ხანში შესულიც, შუა ხნის, ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება იმ დღეს და ეს იქნება სრული ფიასკო იმ ნარატივისა, თითქოს ხალხს რაღაც უნდა. რას ნიშნავს, ხალხს რაღაც უნდა და უპირისპირდებიან აქციითო? ხალხი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში არ მუშაობენ და გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკის მიმართ? ბოლოს ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ არის მიმართული ეს ყველაფერი. ბოლოს ხომ ყველამ ვიცით, რომ ახლა რაზეც დავდივართ, საყოველთაო-სახალხო განხილვებზე და კონსტიტუციურ ცვლილებებს რაზეც ვაანონსებთ, იმასთან დაკავშირებული შავი ფულის გამოჩენა არ უნდათ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საერთო ჯამში, ოჯახური ღირებულებების კანონს რომ ვიღებთ და იქ ჩუმ-ჩუმად რომ ღლიცინებენ რაღაცებს, არ უნდათ, ეზიზღებათ ეს კანონი. ეძახიან ჰომოფობიურს. ეზიზღებათ გამჭვირვალობა, ეძახიან რუსულს.

გამჭვირვალობას რუსულს ეძახიან და არ გამოვა ასე. ეროვნულ ინტერესებს ვერც რუსულს დაარქმევს ვინმე, ვერც ჰომოფობიას. ის ხალხი, საჯარო მოხელეებიც, პედაგოგებიც, ახალგაზრდებიც, სტუდენტებიც, პენსიონერიც და ნებისმიერი კატეგორიის ადამიანი, ათიათასობით ადამიანი იმ დღეს მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას – მამულს, ენას და სარწმუნოებას. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხისადმი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, კატეგორიულად მიმართავს პარტიულ აქტივს, ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ შეკრებაში მონაწილეობის მიღება, არ შესთავაზონ წამოსვლა.

„კატეგორიულად მივმართავ, ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე. ჩვენს პარტიულ აქტივს, რომელიც ზოგი საკრებულოს თავმჯდომარეა, ზოგი საკრებულოს წევრია, ზოგი საერთოდ არ მუშაობს არცერთ საჯარო უწყებაში, ყველას მივმართავ, ნურცერთ ადამიანს ოდნავადაც ნუ მიაძალებთ, თუ არ უნდა წამოსვლა. ნუ ეტყვით, მოდი, მაინც ხომ არ წამოხვიდოდი? საჯარო მოხელეს და არც არასაჯარო მოხელეს ვერავინ საყვედურსაც კი ვერ ეტყვის იმის გამო, რომ არ წამოვიდა. ვერც წამოსვლისთვის, სხვათა შორის, და თქვენ რომ აბულინგებთ, თავი დაანებეთ იმ ხალხს. იმ დღეს იქნება იქ გულწრფელი ადამიანების დიდი ერთობა, დიდი შეკრება, რომლებიც დააფიქსირებენ თავიანთ აზრს. რომელსაც სხვა აზრი აქვს, ის აქციაზე დადის, პრობლემა არ არის. ერთი კვირის განმავლობაში წევთ ხოლმე ამბავს ჰაერში, საჯარო მოხელემ დაწერა ხელისუფლების საწინააღმდეგოო, მერე რა, დაწერა. „ნაცები“ ხომ არ ვართ, იმათ ვსდიოთ. აგერ, დროშით ხელში საჯარო მოხელე იყო შარშანდელი მარტის აქციაზე, შეეხო ვინმე? მაგრამ ვინც მხარს უჭერს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ამ ეროვნულობის გამო მათ ბულინგს, შეურაცხყოფას და ნახირის ძახებას თავი დაანებეთ, თორემ თავმოყვარეობა სხვაზე მეტი აქვს ამ ხალხს, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას უჭერს მხარს, არავინ არავისზე ნაკლები არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,785,815 ნახვა