პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ვერ ასვენებს ეშმაკი რადიკალებს, უნდათ რაღაცა ისეთი მოაწყონ რაც დაპირისპირებას გამოიწვევს, ვიღაცა უნდა დაზიანდეს, ვიღაცა დააკავონ – დადგა დრო, ვინც პროვოკაციას აწყობს და მიზანმიმართულად აორგანიზებს არეულობას, კანონის წინაშე აგოს პასუხი

ვერ ასვენებს ეშმაკი რადიკალებს, მაინც უნდათ რაღაცა ისეთი მოაწყონ რაც დაპირისპირებას გამოიწვევს, ვიღაცა უნდა დაზიანდეს, ვიღაცა დააკავონ… – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

ექსპერტის თქმით, რადიკალებმა იციან, რომ ხვალ მართლაც ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბება ხელისუფლების მართებული კურსის მხარდასაჭერად, ამიტომ ეცდებიან მაქსიმალურად დაანახონ თავის უცხოელ პარტნიორებს, რომ მათი ფული „სწორი“ მიმართულებით, არეულობისთვის იხარჯება.

მანვე აღნიშნა, რომ დადგა დრო, ვინც პროვოკაციას აწყობს და მიზანმიმართულად აორგანიზებს არეულობას, კანონის წინაშე აგოს პასუხი.

„თითქოს და ითქვა, რომ 28 აპრილის აქცია ჩატარდებოდა რესპუბლიკის მოედანზე მოედანზე, ასევე ითქვა, რომ აქცია მშვიდობიანი იქნებოდა, არ მოაწყობდნენ პროვოკაციას, ხელს არ შეუშლიდნენ 29 აპრილის დიდ შეკრებას, მაგრამ… ვერ ასვენებს ეშმაკი რადიკალებს, მაინც უნდათ რაღაცა ისეთი მოაწყონ რაც დაპირისპირებას გამოიწვევს, ვიღაცა უნდა დაზიანდეს, ვიღაცა დააკავონ… იციან რომ ხვალ მართლაც ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი შეიკრიბება ხელისუფლების მართებული კურსის მხარდასაჭერად, ამიტომ მაქსიმალურად უნდა თავის უცხოელ პარტნიორებს დაანახონ, რომ მათი ფული „სწორი“ მიმართულებით, არეულობისთვის იხარჯება, თან თუ იციან მათი დაკავება-დაჭერის შემთხვევაში აქაც და იქაც, უცხოეთში ამ დაკავებებს პოლიტიკურ ელფერს შესძენენ. მიუხედავად ამისა, მგონი დადგა დრო, ვინც პროვოკაციას აწყობს და მიზანმიმართულად არეულობას აორგანიზებს, კანონის წინაშე აგოს პასუხი, ვინც გინდა იყოს გინდაც ტუალეტის პოეტი, გინდაც ქალად წოდებული კაცი, თუ კაცად წოდებული ქალი, თუ პოლიტიკოსად წოდებული არამზადა!“- წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,785,043 ნახვა