პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა პრაქტიკულად უკვე გააკეთა იმის ნახევარი, რაც ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გაეკეთებინა, გამჭვირვალე გახდა ყველა პროცესი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, პრაქტიკულად, უკვე გააკეთა ალბათ იმის ნახევარი, რაც ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გაეკეთებინა, რადგან პრაქტიკულად გამჭვირვალე გახდა ყველა პროცესი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ქართული კანონი მისაღებია, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რა ფული შემოდის საქართველოში და სად იხარჯება ეს ფული.

„ამ კანონპროექტმა, პრაქტიკულად, უკვე გააკეთა ალბათ, იმის ნახევარი, რაც ძალაში შესვლის მერე წესით, უნდა გაეკეთებინა, რადგან პრაქტიკულად გამჭვირვალე გახდა ყველა პროცესი, რატომ ეშინია გამჭვირვალობის „საერთაშორისო გამჭვირვალობას.“ წარმოიდგინეთ, არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქვია „გამჭვირვალობა “და უნდა იბრძოლოს ზოგადად სხვების გამჭვირვალობისთვის და თავად არის გაუმჭვირვალე და ეშინია გამჭვირვალობის. ამიტომ, არის ეს ქართული კანონი მისაღები, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რა ფული შემოდის საქართველოში, სად იხარჯება ეს ფული და ამაში მგონი, ცუდი არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ნიღაბი ბევრს ჩამოეხსნება ამ კანონის მიღების შემდეგ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,437 ნახვა