სამართალი

ვახტანგ გომელაური – გადატრიალდნენ და გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში, თავი დაანებონ პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს

გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, პოლიცია აქციებზე კანონის ფარგლებში მოქმედებს.

„ვნახეთ, ახალგაზრდებმა პარლამენტთან კარები, კამერები დაამტვრიეს, ცეცხლი დაანთეს. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, რომ არ მომხდარიყო  შეტაკება და ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა. შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და სამწუხაროა“, – განაცხადა გომელაურმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,788,723 ნახვა