პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე-საქართველოს სჯიან იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა თვითგანადგურებასა და თვითმკვლელობაზე. ამის დასტურია ის, რომ “ვენეციის კომისიამ” სამართლებრივი შენიშვნები კი არ გააკეთა, არამედ პირდაპირ პოლიტიკური განცხადება გამოგვიგზავნა

“ვენეციის კომისიამ” სამართლებრივი შენიშვნები კი არ გააკეთა, არამედ პირდაპირ პოლიტიკური განცხადება გამოგვიგზავნა, რითაც ფაქტობრივად დაამტკიცა, რომ “ვენეციის კომისია” იმ სიცრუის და აუტანელი ფაქტების განზრახ დამახინჯების შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს ირგვლივ!- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე.

ექსპერტის თქმით, ვენეციის კომისიამ გამოგვიტანა დაკვეთილი პოლიტიკური ვერდიქტი, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო სწორ გზაზეა.

“საქართველოს სჯიან! საქართველოს სჯიან იმის გამო, რომ მან კატეგორიული უარი განაცხადა ომში ჩართვაზე! საქართველოს სჯიან იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა თვითგანადგურებასა და თვითმკვლელობაზე! ამის დასტურია ის, რომ “ვენეციის კომისიამ” სამართლებრივი შენიშვნები კი არ გააკეთა, არამედ პირდაპირ პოლიტიკური განცხადება გამოგვიგზავნა, რითაც ფაქტობრივად დაამტკიცა, რომ “ვენეციის კომისია” იმ სიცრუის და აუტანელი ფაქტების განზრახ დამახინჯების შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს ირგვლივ! ვენეციის კომისიამ სამართლებრივად არ მოგვცა შენიშვნები! ვენეციის კომისიამ გამოგვიტანა დაკვეთილი პოლიტიკური ვერდიქტი! ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო სწორ გზაზეა, რომელსაც ჰქვია ნეოკონოლიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა! რომლის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი იქნება ვისაც არ უნდა ეტკინოს და ეწყინოს “უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ” კანონის მიღება და მოქმედებაში მოყვანა!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,810,920 ნახვა