პოლიტიკა

სალომე ქურასბედიანი: ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია – კომისიის პარადოქსული პოზიცია სამწუხარო და იმედგამაცრუებელია!

ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც აღვნიშნე, გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ არასამთავრობოების და მედიის გამჭვირვალობა არადემოკრატიული და ცუდია, რაც თავად ამ ინსტიტუტის სანდოობას უთხრის ძირს. დეპუტატის შეფასებით, კომისიის პარადოქსული პოზიცია სამწუხარო და იმედგამაცრუებელია.

“საბოლოოდ ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია. ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის თავად ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს. ვენეციის კომისიის პარადოქსული პოზიცია, რომ NGO-ების ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაფარული უნდა იყოს, სამწუხარო და იმედგამაცრუებელია!” – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,810,882 ნახვა