პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა პრემიერ-მინისტრის მიმართ ევროკომისრის მუქარაზე: ისეთი რა ხდება ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომ უკვე პოლიტიკურ ტერორსაც არ ერიდება “გლობალური ომის პარტია”, რას მალავენ ასე გულდასმით?

ეტყობა მოქმედმა ევროკომისარმა, რომელიც სატელეფონო საუბრისას დაემუქრა ირაკლი კობახიძეს “ხომ ნახეთ ფიცოს რაც დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო,” არ იცის რა ხალხთან აქვს საქმე, ქუდზე კაცი გამოვა პრემიერ-მინისტრის დასაცავად და აქაური გაყიდული, უსამშობლო აგენტურა ვერ გაასწრებს აქედან, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, რას მალავს “გლობალური ომის პარტია” ისეთს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო, პოლიტიკურ ტერორსაც აღარ ერიდებიან.

„ეტყობა მოქმედმა ევროკომისარმა, რომელიც სატელეფონო საუბრისას დაემუქრა ირაკლი კობახიძეს “ხომ ნახეთ ფიცოს რაც დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო,” არ იცის რა ხალხთან აქვს საქმე, ქუდზე კაცი გამოვა პრემიერ-მინისტრის დასაცავად და აქაური გაყიდული, უსამშობლო აგენტურა ვერ გაასწრებს აქედან. ასე იქნება ეს. ისეთი რა ხდება ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომ უკვე პოლიტიკურ ტერორსაც არ ერიდება გლობალური ომის პარტია, რას მალავენ ასე გულდასმით? ეს აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს. არავის ეშინია მათი, მიიღო ქვეყანამ გამოწვევა, წავა ბოლომდე და ამ მანქურთებისთვის ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს. ირაკლი კი ალბათ მაინც ფრთხილად უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მის გვერდით ვართ.” – წერს ფოჩხუა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,810,955 ნახვა