უცხოური მედია

ნიკი ჰეილი – ტრამპი არ არის იდეალური პოლიტიკოსი, მაგრამ ბაიდენი- კატასტროფაა, ამიტომ ხმას მივცემ ტრამპს

დონალდ ტრამპის ბოლო კონკურენტმა პრაიმერიზში ნიკი ჰეილიმ მოულოდნელად განაცხადა, რომ ნოემბრის არჩევნებში ხმას მისცემს ტრამპს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში  სიტყვით გამოსვლისას თქვა.  

მისი განცხადებით, ტრამპი არ არის იდეალური პოლიტიკოსი, მაგრამ ბაიდენი- კატასტროფაა.

„ტრამპი არასდროს ყოფილა იდეალური პოლიტიკოსი, მაგრამ ბაიდენი- ეს არის კატასტროფა. და ამიტომ მე ხმას მივცემ ტრამპს“,-განაცხადა მან.

ცნობისთვის, რესპუბლიკელი კანდიდატების დებატებისას, ნიკი ჰეილი ტრამპისგან დიამეტრულად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა. ის მოუწოდებდა უკრაინისთვის და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ და ყველანაირად უპირიპირდებოდა თეზისს- „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

ჰეილი პრაიმერიზს გამოეთიშა, რადგან მოგებას მხოლოდ ერთ შტატში მიაღწია. ის თავის მშობლიურ სამხრეთ კაროლინაშიც კი დამარცხდა, სადაც რამდენიმე წელი გუბერნატორი იყო. თუმცა ამ დრომდე მას რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 20% უჭერს მხარს. 

ამჟამად ნიკი ჰეილი აცხადებს : „იმედი მაქვს, ტრამპი შეძლებს, მიიმხროს ყველა, ვინც მე მიჭერდა მხარს“.

თავის მხრივ, ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიკი ჰეილი თავის გუნდში მიიწვია და განაცხადა, რომ მათ ბევრი საერთო ინტერესი აქვთ.

„მე ვაფასებ მის სიტყვებს“,-განაცხადა ტრამპმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,811,682 ნახვა