Uncategorized

გურამ გურამიშვილი: ისტორიული ფაქტია, რომ შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთიდან ორგანიზებული ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება

შუა დერეფნის ისტორიაში პირველად ჩინეთიდან ორგანიზებული საცდელი ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება, რაც ქმნის შესაძლებლობას, ახლა უკვე ავტოგზავნილებით ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში ჩვენი ქვეყნის გავლით შევიდეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლის შემდგომ საქართველოში 26 მაისს შემოვლენ.

„ისტორიული ფაქტია, რომ შუა დერეფანი პირველად იქნა ორგანიზებულად გამოყენებული საქართველოს დანიშნულებით ტვირთის იმპორტისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვას ესაჭიროება 52 დღე, მაშინ, როცა შუა დერეფნის გავლით საქართველოს პორტებამდე საკონტეინერო გზავნილის გადაზიდვა 12 დღეშია შესაძლებელი. ანალოგიურად 12 დღე მოუნდება ავტოგზავნილს ამ დერეფნის გამოყენებით“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ყაზახეთმა და ჩინეთმა კურიკის ყაზახური პორტიდან ბაქოში და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ევროპაში ტვირთის სატრანზიტო ავტოგადაზიდვა საცდელ რეჟიმში დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, აქტაუში ყაზახეთ-ჩინეთის საგზაო ტრანსპორტის ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ისტორიაში პირველად კურიკისა და ბაქოს საზღვაო პორტების გავლით ტვირთის საცდელი სატრანზიტო ავტოტრანსპორტირება ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტით დაიწყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,811,435 ნახვა