პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმაზე: უკვე ყველაფერს დაერქვა თავის სახელი და 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწევს ნაცების რეჟიმის დამარცხება

ხან სახელები შეიცვალეს, ხან დაიყვნენ, ხან გაერთიანდნენ, ხან ახლად შექმნილ პარტიებში ამოჰყვეს თავი, მაგრამ ბოლოს პატრონებმა ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს გამარგინებულ ოპოზიციას, ისევ ერთ ძირგამომპალ ქვაბში ჩაყარეს, ქვაბში სახელად „ნაციონალური მოძრაობა“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ გეგმას, სახელწოდებით “ქართული ქარტია”, სადაც ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ფოჩხუას თქმით, ახლა უკვე ყველაფერს დაერქვა თავის სახელი და 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწევს ნაცების რეჟიმის დამარცხება.

„დღეს ოფიციალურად გაფორმდა ერთ პატრონისგან მართული ოპოზიცია! ხან სახელები შეიცვალეს, ხან დაიყვნენ, ხან გაერთიანდნენ, ხან ახლად შექმნილ პარტიებში ამოჰყვეს თავი, მაგრამ ბოლოს პატრონებმა ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს გამარგინებულ ოპოზიციას, ისევ ერთ ძირგამომპალ ქვაბში ჩაყარეს, ქვაბში სახელად ნაციონალური მოძრაობა. ახლა უკვე ყველაფერს დაერქვა თავის სახელი და 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწევს ნაცების რეჟიმის დამარცხება. “გამჭვირვალეობის კანონის” ერთ-ერთი სიკეთე კი არის ზურაბიშვილის, ნაცმოძრაობის და ვითომ მესამე ძალის გაშიშვლება. ისე საინტერესოა, რატომ ვერ გაბედა ამ უთავმოყვარეო ქალმა საერთო სიის და პრემიერ მინისტრობის კანდიდატების დასახელება. არ იჩქარა, მაგრამ არჩევნებამდე დაასახელებს თუ მანამდე არ დაჭამეს ერთმანეთი. ეს ნაძირალა პრეზიდენტად წოდებული ქალი, დღევანდელ გამოსვლაში, თავს დაესხა ქვეყნის ყველა ინსტიტუციას, სასამართლოს, პროკურატურას. შემთხვევით იმ სასამართლო სისტემას ხომ არა, რომლის განხილულ საქმეებს ევრო სასამართლო დადებითი შეფასებით უკან აბრუნებს, იმ პროკურატურას ხომ არა, რომელსაც ევროპის ქვეყნების პროკურატურები მადლობებს უხდიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ მოიხსნა ნიღაბი, ეს ქალი გასაძევებელია ქვეყნიდან. ჩამოართვით საქართველოს მოქალაქეობა, მეტი როგორ უნდა უმტროს ქვეყანას“, – წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,811,727 ნახვა