სამართალი

ადვოკატი აცხადებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლიდან ძველი მოტოროლა და ფანრიანი ნოკიები წაიღეს

ნანუკა ჟოჟოლიანის სახლიდან პროკურატურამ მისი არასრულწოვანი შვილის სკოლის კომპიუტერი, მეხსიერების ბარათები,  ძველი მოტოროლას ტელეფონი და ფანრიანი ნოკიები წაიღო. ამის შესახებ ჟორჟოლიანის ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ადვოკატი “ტვ პირველთან” ამბობს, მისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ რა უნდა იპოვნოს პროკურატურამ სკოლის მოსწავლის კომპიუტერში. 

ამოიღეს ძველი მოტოროლა და ფანრიანი ნოკიები. რამდენიმე უძველესი ტელეფონი. ამოიღეს ერთი ცალი ფლეშკა, რომელზეც იყო პირადი სურათები განთავსებული და ამოიღეს 16 წლის საბას სკოლის სასწავლო კომპიუტერი. რავიცი, ამ ტელეფონებს თუ ჩართავენ და იმ ტელეფონზებზე თუ რაიმე ინფორმაციას იპოვნიან, ნანუკას პოზიცია არ ვიცი, მაგრამ მე ვურჩევ, რომ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ იმდენად ძველია ის ტელეფონები. რა ინფორმაცია უნდა იპოვნონ იქ, რისთვის წაიღეს, რომელ ექსპერტს უნდა გამოკვლევინონ და რა უნდა დაადგინონ ამით, ჩემთვის რთულად წარმოსადგენია”, – ამბობს ადვოკატი.

თავად ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ყველაფერს დაშინების მცდელობას უკავშირებს და “ტვ პირველის” ეთერიდან აცხადებს, რომ  ტერორის და დაშინების არ ეშინია

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა