სპორტი

დავით კაჭარავა: ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი აშენდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა მედიასთან გამოეხმაურა ქვეყნის მასშტაბით 12 ახალი სარაგბო მოედნის მშენებლობას. თქვა, რომ სპორტი მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა და აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა: „ბოლო პერიოდში არა მარტო რაგბის, არამედ ყველა მიმართულებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს“ – განაცხადა კაჭარავამ.

დავით კაჭარავამ ხაზი გაუსვა, რომ ახალი მოედნების საშუალებით, უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება სპორტში და გაიზრდება არაერთი პროფესიონალი მორაგბე.

„დიდი მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ მთავრობამ სპორტი პრიორიტეტად გამოაცხადა და ბოლო პერიოდში არა მარტო რაგბის, არამედ ყველა მიმართულებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 სარაგბო მოედანი აშენდება. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, რომ ამ ახალ, ძალიან მოწესრიგებულ და უმაღლესი სტანდარტების მოედნებზე დაკავდნენ, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამასთან, გვექნება შესაძლებლობა, გავზარდოთ სპორტში ჩართული ბავშვების რაოდენობა. ეს სამომავლოდ, რასაკვირველია, მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი მორაგბეც გაიზარდოს“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს – ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.