დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყველა არალეგალ მიგრანტს, ვინც საკუთარი ნებით გადაწყვეტს აშშ-დან წასვლას, 1000 დოლარს გადაუხდის. მიგრანტები სამშობლოში გასამგზავრებლად ბილეთის ფულსაც მიიღებენ. დაპირებულ 1000 დოლარს კი, მას შემდეგ ჩაურიცხავენ, როცა დაადასტურებენ, რომ უკვე დატოვეს აშშ.
პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ამ პროგრამის მეშვეობით, პირველი მიგრანტი უკვე დაბრუნდა ჰონდურასში.
სამინისტროს ცნობით, არალეგალების თვითდეპორტაციისთვის 1000 დოლარის გადახდა ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე მათი გაძევება. აღნიშნული პროგრამა თითოეული მიგრანტის გაძევების ხარჯებს 70%-ით ამცირებს.
ამ დროისთვის თითოეული არალეგალი მიგრანტის დაპატიმრება, ციხეში ყოფნა და გაძევება სახელმწიფოს 17 121 დოლარი უჯდება.

Facebook Comments Box